ამირან გამყრელიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაუშვებელია

ამირან გამყრელიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაუშვებელია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ამირან გამყრელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ  აქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაჩქარებული ფორმით მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან უკვე ხელმოწერილია.

„ვინ აპირებს საავადმყოფოს პრივატიზებას და რა ფორმით, ამ თემაზე არა ერთი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ გაფორმებულია კონტრაქტი, თუმცა თანხა გადარიცხული არ არის. შესაბამისად, მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და პრივატიზების მსურველს, შეაჩერონ ეს პროცესი, რადგან საქმე ეხება დიდ სტრატეგიულ ობიექტს. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაუშვებელია და ის სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს, რადგან იგი არის ერთადერთი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან მიახლოებული კლინიკა, სადაც პროფესიონალი კადრების გაზრდაა შესაძლებელი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მოქმედ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ესაუბრა, რომელსაც ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ასევე არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატისა  და მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს  შორის შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

გამყრელიძის თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებასაც ჭიაბერაშვილი გადაუდებლად მიიჩნევს.

„ჩვენს მიერ წარგზავნილი ჯგუფები კი, სამინისტროში მუშაობას , რათა ე.წ. გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად ხავერდოვანი იყოს“, - განაცხადა  გამყრელიძემ.