პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, ამჟამად, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სხდომების ჩასატარებლად გამოუსადეგარია.
მიუხედავად, ამისა, თოფაძის თქმით, იქ პარლამენტის პირველი სხდომა აუცილებლად გაიმართება.
„ქუთაისის პარლამენტის შენობაში ძალიან სავალალო მდგომარეობაა. იქ, სხდომის ჩატარება ძნელი იქნება, თუმცა სხდომა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. არის კავშირგაბმულობის პრობლემა, კომიტეტის ოჯახები არაა მზად და აშ. მოქმედი ხელისუფლების თარეში, რომ არ გაგრძელდეს, რიგი კანონებიცაა მისაღები, ამიტომ ამ სხდომის ჩატარება აუცილებელია“, - განაცხადა თოფაძემ.
თოფაძის თქმით, მშენებლები, რომლებიც პარლამენტის შენობას აშენებენ ამბობენ, რომ შენობის დასასრულებლად, ოპერატიულად მუშაობის შემთხვევაშიც, 4 თვეა საჭირო.