„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველად ლია მუხაშავრიას კანდიდატურას სთავაზობს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველად ლია მუხაშავრიას კანდიდატურას სთავაზობს

 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა წევრები საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე მხარდაჭერისთვის ვთავაზობთ ცნობილი ქართველი უფლებადამცველისა და ევროპული სამართლის აღიარებული სპეციალისტის, იურისტ ლია მუხაშავრიას კანდიდატურას.

 მიგვაჩნია, რომ ორი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით, რა დროსაც საქართველოში უნდა დაბრუნდეს კანონის უზენაესობისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის როლი, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ყველაზე მაღალ სტანდარტს ზედამხედველობა უნდა გაუწიოს პიროვნებამ, რომლის საქმიანობა, გამოცდილება, კვალიფიციურობა და პროფესიონალიზმი არის უტყუარი, გამორჩეული და იმსაუხრებს საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის პატივისცმას.

 ამასთან, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ახალმა პარლამენტმა საქართველოს სახალხო დაცმველად დაამტკიცოს კანდიდატურა, რომელიც იქნება უფლებადაცვითი სფეროდან, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოებრივი ნდობა, პროფესიულ წრეებში ხასიათდება კეთილსინდისიერ კოლეგად და გააჩნია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება უფლებადაცვით სფეროში საქმიანობისათვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ლია მუხაშავრიას ბიოგრაფია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე სრულად პასუხობს დღევანდელი დემოკრატიული ცვლილებების გამოწვევებს. ლია მუხაშავრია არის პიროვნება, რომელის გამოცდილებაც ეროვნული და ევროპული სამართალწარმოების დონეზე ეფექტურსა და საიმედოს გახდის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხსსა და მდგომარეობას. ჩვენივე შეფასებით, მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილებების სიმყარე და ორგანიზებულობა ქმნის წინაპირობას პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

ლია მუხაშავრის ქართული სამართლის ისტორიაში მოგებული აქვს პირველი ორი საქმე საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ, რომელზედაც სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო. გახლდათ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პირადი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში (1997-1999) პირველი მომხმარებელთა უფლებების დამცველი (მომხმარებელთა ომბუცმენი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. (2003 – 2005), USAID–ის მიწის ბაზრის პროექტის ექსპერტი (1997-1998), USAID–ის კაპიტალის ბაზრის პროექტის იურისტი-ექსპერტი.

საქართველოში ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისა და რეგულირების საკითხების იურისტი. (1998-1999) „ღია საზოგადოება – საქართველოს“ საბჭოს თავმჯდომარე (1999-2001). ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, მოქმედი ლექტორი (2005–2007), მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადაცვით ორგანიზაცია American Freiends Service Committee სტაჟიორი, (1995, აშშ), ლონდონის საადვოკატო ფირმის ადვოკატი, (1998) გერმანიის „დრეზდენ ბანკის” საკონსულტაციო კომპანიის პრაქტიკანტი იურისტი (1999, ფრანკფურტი) ლონდონის საერთაშორისო ადამიანის უფლებათადაცვით ორგანიზაცია Interights წარმომადგენელი (2001) ლია მუხაშავრია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ ასრულებს ფილადელფიის ტემპლის სამართლის სკოლას და იცავს სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების სფეროში (1994-1995), ხოლო 1995–1999 წლებში ამთავრებს ფრანკფურტის საბანკო აკადემიას სპეციალობით საბანკო საქმე. ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ ქართულ არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რათა ხელმოწერით მხარდაჭერა გამოვხატოთ ლია მუხაშავრიას პერსონის მიმართ და საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე ინიცირებისათვის წარვუდგინოთ საქართველოს პრეზიდენტს.

 ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქართულ არასამთავრობო სექტორში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ მსჯელობა იქნება გამჭვირვალე და  დისკუსიაში თანამონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა ჯგუფს. სამოქალაქო სექტორის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში. საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგენს. ამიტომაც, მისაღებია მსჯელობები მიმდინარეობდეს ღიად და საჯაროდ, ხოლო საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.