ადრიანო ჩელენტანოს პირველი სოლო კონცერტი  18 წლიანი პაუზის შემდეგ (VIDEO)

ადრიანო ჩელენტანოს პირველი სოლო კონცერტი 18 წლიანი პაუზის შემდეგ (VIDEO)

ბოლო 18 წლის განმავლობაში, ადრიანო ჩელენტანოს პირველმა სოლო კონცერტმა, სახელწოდებით Rock Economy  ტელეეკრანებთან 9 მილიონი იტალიელი მიიზიდა.

ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო სცენას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა და პირველი კონცერტი ანტიკური ამფითეატრის Arena di Verona-ს  სცენაზე  გამართა.

იტალიელი მუსიკოსის ამ შოუზე დასასწრები ბილეთები სამი თვის წინ, სულ რამდენიმე საათში გაიყიდა. გაყიდულ ბილეთებს შორის, იყო 6 ათასი ბილეთი, რომელიც სიმბოლურად 1 ევროდ გაიყიდა. ბილეთის მაქსიმალური ღირებულება 165 ევრო იყო.

იმათ, ვინც ჩელენტანოს ცოცხალ შესრულებას თვალს ამფითეატრში ვერ ადევნებდა, ამის საშუალება ტელეეკრანებან მიეცა. იტალიურმა ტელეარხმა Canale 5-მა შოუ პირდაპირ ეთერში გადასცა. რეზულტატში, ამ ტელეარხმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საუკეთესო „პრაიმ ტაიმი“ მიიღო. მუსიკოსის კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას 9 მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა.

შეგახსენებთ, იტალიელი მსახიობი, საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და რეჟისორი ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს მილანში დაიბადა. ღარიბი, მაგრამ მუსიკალური ოჯახი ჰქონდა. თუმცა ადრეანოს მუსიკაზე მეტად საათები იზიდავდა. 12 წლისამ საათების სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ასაკთან ერთად, მუსიკის მიმართ ინტერესი გაუღრმავდა... 1955 წელს ადრიანოს მეგობარმა, მიქელე დელ პრეტემ თავისი ლექსები წააკითხა… მათი ერთობლივი მუშაობა იმ წუთიდან დაიწყო... 1957 წელს ის მილანის სპორტის სასახლეში როკ-ენ-როლის კონკურსის - „კიაჩო“ გამარჯვებული გახდა. მისი სიმღერა „მე გეტყვი შენ ჩაო“-ს კონკურსის სამკაულად იქცა. 1961 წლის 19 დეკემბერს ადრიანომ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია „ჩელენტანოს კლანი“ დააარსა. ამჟამად სტუდიას მომღერლის ძმა, ალესანდრო უძღვება. 1962 წელს კონკურსში „კანცონისიმო“ გამარჯვებას, საფრანგეთსა და ესპანეთში გასტროლები მოჰყვა.

ერთი წლის შემდეგ, ჩელენტანო ფილმში „Uno strano tipo“ მომავალ მეუღლესთან - კლაუდია მორისთან ერთად გადაიღეს. 1964 წელს კლაუდია და ადრიანო დაქორწინდნენ. 1966 წელს, სან-რემოში მომღერალმა ახალი სიმღერა „Il ragazzo della via Gluck“ წარუდგნა მსმენელს. სიმღერა ოცდაორ ენაზე შესრულდა და ჰიტ-პარადებში ლიდერობდა. მუსიკალური საქმიანობის პარალელურად, ჩელენტანო კინომატოგრაფიით იყო დაინტერესებული. ის ორმოცამდე ფილმშია გადა ღებული. მათ შორის იყო: ფედერიკო ფელინის - „La Dolce vita“; „Super rapina a Milano“; „Yuppi du“; „Bluff storia di truffe e di imbroglioni“; „Il bisbetico domato“; „Bingo-Bongo“. 80-იან წლებში ერთ–ერთ ტელეარხზე, გადაცემა „ფანტასტიკოს“ წამყვანად მოგვევლინა. ამჟამად მილანიდან 100 კილომეტრში, საკუთარ ვილაში მეუღლესთან და სამ შვილთან (როზიტა, ჯაკომო და როზალინდა) ერთად ცხოვრობს. 1999 წელს კი, მისი ახალი დისკი „Io non so parlar d'amore“ გამოვიდა.

ადრიანო ჩელენტანომ მსოფლიოში პირველმა, შეასრულა როკ-ენ-როლი იტალიურად. მსოფლიოში პირველმა, დაწერა სიმღერა რეპის სტილში.მსოფლიოში პირველმა, თავისი სახელობის ხმის ჩამწერი სტუდია შექმნა. იტალიაში პირველმა გადაიღო ვიდეოკლიპი. მსოფლიოში პირველმა, მწვავე სოციალურ პრობლემებზე შეასრულა სიმღერა. პირველი შოუმენია, რომელმაც მოქმედი პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო გადაცემა წაიყვანა, მისივე არხზე...

შემოქმედების ორმოცი წლის მანძილზე, მისი ოცდაათზე მეტი ალბომი, 70 მლნ ტირაჟით გაიყიდა.