კოლაიცია „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზი პირველი სხდომის ჩასატარებლად მზად არის. ამის შესახებ მან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსთან, დავით ჯანიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ხდება დღეს ქუთაისის პარლამენტის შენობაში და აღნიშნა, რომ ჯანიაშვილისგან მიიღო ამის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო.
„ჩვენი მონაცემებით, შენობის სრულყოფილი დასრულებისთვის კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი, მაგრამ თავად სხდომათა დარბაზი მზადყოფნაშია და ჩვენმა წარმომადგენლებმაც ყველაფერი ადგილზე ნახეს", - განაცხადა აბაშიძემ.