საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 1 000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ იმუშავებს. შესაბამისად, თბილისის მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების რამდენიმე მოდელზე მუშაობს.
„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 1 000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ იმუშავებს. როგორც ცნობილია ამ 1 000-ლარიან ვაუჩერს თბილისის მოსახლეობა, სავარაუდოდ, გამოიყენებდა სწორედ კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის. თუმცა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ვაუჩერი არ იმუშავებს. შესაბამისად, მერია მუშაობს კონკრეტულ ალტერნატიულ სქემაზე, რომელიც გახდება ცნობილი უახლოეს დღეებში და რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე თვის ბოლოს მოხდება“,- განაცხადა იონათამიშვილმა.