ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კიდევ ერთი მოადგილე ემატება და ოთხი საშტატო ერთეულისგან შემდგარი პოსტი ხუთამდე იზრდება.
აღნიშნული ცვლილება პრეზიდენტმა იმ ბრძანებულებაში, რომლითაც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში თანამდებობები და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება, უკვე შეიტანა.
ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ უქმდება საბჭოს აპარატში მოქმედი საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველის თანამდებობა.
დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.