ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას განცხადებით, გუშინ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა.
მირცხულავა თავს არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ განიხილება და არავითარი სურვილი არ აქვს, პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდეს.
„ეს იყო ექსპერტების შეხვედრა, დისკუსია მიმდინარეობდა მომავალი მთავრობის სტრუქტურულ რეფორმირებაზე. მე პიროვნულად არ განვიხილავ საკუთარ თავს არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე და არც სურვილი მაქვს“, - განაცხადა მირცხულავამ.
ამასთან, ზოგიერთმა ქართულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით მირცხულავას კანდიდატურა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილება.