"ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, თომას მელიამ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს განაცხადა.
მისი განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს "ღირშესანიშნავ ტრანზიციას", თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ არის საკმარისი.
„არჩევნების შემდგომი ძალადობის საფრთხეს „საკმაოდ რეალურად" მივიჩნევდი, მაგრამ არჩევნების შემდგომ, ორივე დაპირისპირებული მხარის მიდგომამ ამ საკითხისადმი ეს შიში გამიქარწყლა“, - აღნიშნა მელიამ.
იგი იმედოვნებს, რომ მსგავს მიდგომას უფრო ხშირად იხილავს პოსტ საბჭოთა სივრცეში და აღნიშნა, რომ მუდმივი რეფორმების პოლიტიკა ხელს შეუწყობს საქართველოს მეტი სარგებელი მიიღოს მოვლენათა ამ „იმედისმომცემი განვითარებიდან".