თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის უწყებაზე სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლი მაღალი იქნება.
ალასანიას თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი თავდაცვის უწყებაში, რა თქმა უნდა, ჯარისკაცი, მეომარი იქნება.
„კოალიცია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი თავდაცვის უწყებაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარისკაცი, მეომარი. მისი სოციალური უზრუნველყოფა და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. რეფორმირება დასჭირდება მთლიანად თავდაცვის უწყებას. სამოქალაქო კონტროლი იქნება მაღალი, ისევე როგორც საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის უწყებაზე“, - განაცხადა ალასანიამ.