რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი, გია ვოლსკი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრნენ.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მათი ვიზიტი ჟენევაში გაცნობითი ხასიათისაა . მისი თქმით, იქ პროცესისთვის იქამდე აპირებენ გაცნობას, სანამ უშუალოდ ჩაერთვებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით კი, მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის საკითხი იქნება.
„აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, რომელმაც რუსეთს ეს ვალდებულება უნდა ააღებინოს. სხვა მონაწილეებს ეს ვალდებულება აღებული აქვთ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 11-12 ოქტომბერს გაიმართება.