ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის სადებიუტო ალბომი შესაძლოა „გრემის“ 6 ნომინაციში წარადგინონ.
ცნობილმა პიანისტმა პირველი ალბომი სახელწოდებით, „BEKA“ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ჩაწერა. სადებიუტო ალბომმა დღმდე არაერთი წარმატება მოიტანა.
ალბომში 12 კომპოზიციაა შესული, აქედან ხუთის ავტორი ბექა გოჩიაშვილია. ალბომში, ასევე შესულია სტენლი კლარკის, ლენი უაითისა და ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის კომპოზიციები. გია ყანჩელის ორ სიმღერას „ჰერიო ბიჭებო" და „როცა აყვავდა ნუში" მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ასრულებს.
„გრემის“ ნომინანტთა სია დეკემბერში გამოქვეყნდება. როგორც ამბობენ, არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ მასში ბექა გოჩიაშვილის პირველი ალბომიც შევა.