ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ კიდმანი ითამაშებდა ამერიკელი მსახიობის, პრინცესა გრეის კელის როლს, ბიოგრაფიულ დრამაში, რომლის სახელწოდებაა „გრეისი მონაკოდან“. ფილმში საუბარია ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობის, გრეის კელის სამსახიობო კარიერაზე. სურათში შესულია გრეისის ცხოვრების, რამდენიმე თვე 1962 წლის მოვლენებიდან, როდესაც საფრანგეთსა და მონაკოს შორის დაძაბული სიტუაცია იყო. ფილმის რეჟისორი იქნება ფრანგი ოლივერ დაჰა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლთან ერთად ფილმში მონაწილეობ ტიმ როტი, რომელიც გრეისის მეუღლის, მონაკოს პრინცის რენე მესამის როლს შეასრულებს. ცნობილი ფაქტია, რომ რენესა და გრეისს ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებდათ.
პრინც რენესა და გრეისს სამი შვილი ჰყავდათ : პრიცნესა კაროლინა ( ამჟამად ჰანოვერის დედოფალი), პრინცი ალბერტ მეორე ( ამჟამად მონაკოს მმართველი) და პრინცესა სტეფანი მარი ელიზაბეტი.
1982 წლის 14 სექტემბერს, 53 წლის ასაკში გრეის კელი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, მანქანას ის მართავდა და თან მისი ქალიშვილი სტეფანი ახლდა, რომელიც ავარიის შემდეგ გადარჩა.
გთავაზობთ, პირველ ფოტოს, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს, გამოჩნდა და რომელზეც ნიკოლ კიდმანი გრეის კელის ფორმაშია გამოსახული.