თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის. ირაკლი ალასანიას თქმით, ის გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლის შესახებ ინფორმირებული იყო. ამის შესახებ მან „მე-9 არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ კითხვაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მოქმედი ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე მიიღეს.
ალასანიამ განმარტა, რომ მათთვის ცნობილი იყო გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაც, თუმცა იგი მისაღები არ არის.
ამასთანავე ალასანიამ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე მოქმედი მთავრობა იღებს და აღნიშნა, რომ ისინი ხელს არ უშლიან ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას, რომ ეს პერიოდი ჩაატარონ ისე, როგორც სურთ.
„ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე შეიცვლება ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი. გაერთიანებული შტაბის უფროსს ნიშნავს პრეზიდენტი, რადგან ის არის ჩვენი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა, ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზეც, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაც პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდება", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება" გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატზე არ ჩამოყალიბებულა.