ათენში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით, დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული. მერკელი სამი წლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პირველად ეწვევა საბერძნეთს.
ქალაქს 7000-მდე პოლიციელი იცავს, ზოგიერთ რაიონში აკრძალულია მიტინგები. ბევრი ათენელი მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, რომ სწორედ ანგელა მერკელი გახლავთ ინიციატორი საბერძნეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების, რომელმაც ამ წელს დამატებით 13 მილიარდი ევროს შეკვეცა მოახდინა.
მიუხედავად იმის, რომ გერმანია ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დაეხმარა საბერძნეთს ფინანსურად, ბერძნები აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფო ხარჯების შემცირების საპასუხოდ მოხდა.
თუ საბერძნეთმა 18 ოქტომბრამდე არ შეკვეცა ბიუჯეტი, მაშინ ის 31, 5 მილიარსი ევროს ღირებულების ევროტრანშს ვერ მიღებს.