არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურას დაასახელებს. ორგანიზაცია საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს ხვალ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გამართავს. „ახალგაზრდა ადვოაკტები“ საზოგადოებას საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურად ცნობილ ქართველ უფლებადამცველსა და საერთაშორისო სამართლის აღიარებულ სპეციალისტს დაასახელებს.
სპეციალური პრესკონფერენცია ადვოკატთა ასოციაციაში ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.