თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი ვახტანგ კაპანაძე უწყებაში დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ის უწყებაში 12:00 საათზე მივიდა და სავარაუდოდ, სამინისტრო უკვე დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაიგეგმა მორიგი შეხვედრებიც. ალასანიას წარმომადგენელი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან უკვე ცალ-ცალკე გეგმავს შეხვედრებს, თუმცა კონკრეტული დრო უცნობია.