შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება. გამყრელიძე უწყების ხელმძღვანელებს ხვდება.
გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არაოფიციალურია და უახლოეს პერიოდში, უკვე სამინისტროს თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგება.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგად იცნობს ჯანდაცვის სისტემას, 1994 წლიდან 2004 წლამდე ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის იყო ჯანდაცვის მინისტრიც.
ამ დროისთვის შეხვედრაზე სამსახურის უფროსების გაცნობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო გვალიამ განაცხადა, სამინისტროში ჯერ არ მისულა.