უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა სირიისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვას არ აწარმოებს.
„უკრაინა არ აწარმოებდა და არც მომავალში აპირებს მსგავსი სახის ვაჭრობის განხორციელებას სირიაში“,-აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე დიკუსაროვი. მისივე განცხადებით, საერთაშორისო მოთხოვნის, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინამ 2010 წლიდან აკრძალა სამხედრო იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის.
ეს განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ BBC-ის მიერ გავრცლებული დოკუმენტების შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინელების მიერ საუდიის არაბეთისთვის მიყიდული იარაღი, შესაძლებელი იყო ქალაქ ალეპოში სირიელ აჯანყებულებს ჩავარდნოდათ ხელში.