რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ მის დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, მათ ფინანსთა სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებაზე 3 ოქტომბერს მიმართეს.
„იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული გადაწყვეტლება უკანონო იყო, ჩვენ კალაძის ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით ზემოაღნიშნულ უწყებებს უკვე მივმართეთ და მათგან პასუხს ველით", - განაცხადა თადუმაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძე 16 944 900 ლარით დააჯარიმა. ყადაღა დაედო ასევე 100%-იან წილებს კომპანიებში - "მაქს ბეკი" და "კალა კაპიტალი".
ამის მიზეზი კი პირადი საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხის „დაუსაბუთებლად“ გატანა გახდა.
მოგვიანებით კალაძემ საქალაქო სასამრთლოს გადწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.