ახალი მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის განაცხადებით, ქუთაისის პარლამენტში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა, პარლამენტში შეტანილია უხარისხო ავეჯი და ტექნიკა, შენობაში არც ერთი ფანჯარა არ იღება.
"უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს შენობა ააშენა. კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტი ქუთაისში უნდა შეიკრიბოს. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის დარღვევას. ადგილზე გაგზავნილია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან შენობის მდგომარეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.