"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის და გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი შეფასება პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე მომავალი პრემიერ -მინიტრისას.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვა და შეფასება ამ პროცესის, რაც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო მოღვაწის შეფასებასთან და მეორეს მხრივ, მოვისმინეთ ბატონ ივანიშვილის შეფასება, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასებას გავდა, ვიდრე იმ ადამიანის, რომელმაც სულ მალე ქვეყანაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უნდა დაიკავოს. ამიტომ ვისურვებდი, რომ აი, ამ მიმართულებით უფრო მეტად წარმოჩინდეს მისი ხედვა სხვა და სხვა საკითხებთან დაკაშირებით და მისი პოზიცია უფრო მეტად იყოს სახელმწიფოებრიობის განცდასთან დაკავშირებული“, - განაცხადა კუბლაშვილმა.