ჩრდილოეთ კორეა ამერიკას შორი მანძილის მოქმედების რაკეტებით დაემუქრა, რომელთაც ამერიკის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ.
რამდენიმე დღის წინ ამერიკამ კორეას ნება დართო 800 კმ-მდე გაეგრძელებინა ბალისტიკური რაკეტების გაშვების სიგრძე. აქამდე არსებული შეთანხმებით, იმისთვის, რომ სამხრეთ კორეის უსაფრთხოება არ დარღვეულიყო, რაკეტების გაშვების სიგრძე მხოლოდ 300 კმ უნდა ყოფილიყო.
კორეის განცხადებით, მისი რაკეტების რადიუსი იაპონიას, სუამს და ამერიკის კონტინენტის ნაწილსაც მოიცავს.
ფხენიანი უკევ მეორე წელია შორი მანძილის მოქმედების რაკეტებს სცდის, თუმცა მისი ბოლო ორი ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა.