ფრანგული Vogue-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი კეტრინ როიტფელდი ქმნის ახალ პროექტს სახელწოდებით CR Fashion Book. ეს იქნება მაღალი მოდის ჟურნალი. 288 გვერდიანი, გამოცემა წელიწადში ორჯერ გამოვა, დაახლოებით 100 გვერდი დაეთმობა რეკლამას, დანარჩენი კი, ფოტოსესიებსა და ინტერვიუს მსოფლიო მოდის მეტრებთან. ჟურნალში ასევე, დაიბეჭდება სტატიები ფოტოგრაფებზე, დიზაინერებზე, მანეკენებსა და ამ სფეროს სხვა ახალ ტალანტებზე.
ჟურნალის პირველი ნორმერი 50 ათას ეგზემპლარად ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გამოვა. პირველი ნომრის გარეკანზე დაიბეჭდება 20 წლის ამერიკელი სუპერმოდელი ქეით აპტონი. ქეითი არის ექსჩემპიონი საცხენოსნო სპორტში იუნიორთა შორის.
ჟურნალისთვის განკუთვნილი ფოტოსესიის ფარგლებში ქეითი გადაიღეს მინი ფილმში Hush Little Baby, Don't You Cry. ფილმის რეჟისორია მოდის ცნობილი ფოტოგრაფი ბრიუს ვებერი.