"დღეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად და დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ქართველი ხალხი არის ქვეყნის უზენაესი მოქმედი პირები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვარევენ. მისი თქმით, ამ ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მიუხედავად ივანიშვილისა და მას შორის ფუნდამენტური განსხვავებებისა და უმეტეს საკითებზე აზრთა სხვადასხვაობებისა, ისინი მოახერხებენ მიმდინარე პროცესების სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩასმას.
„არავისთვის არ არის მოულოდენელი, რომ ჩვენს შორის ძალიან ბევრ პოლიტიკურ და ეროვნულ საკითხზე რჩება ფუნდამენტური განსხვავებები. მაგრამ ჩვენ როგორ პასუხისმგებლობის მქონე პირები, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, ვარ ასევე გარანტი იმისა, რომ მთავრობების ფუნქციების გადაცემა მოხდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ისე, როგორც არ მომხდარა ქვეყნის ისტორიაში. ეს მოხდება ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით და პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოების შენარჩუნებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აუცილებელია სამომავლოდ ქვეყანამ დემოკრატია შეინარჩუნოს და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ტენდენცია სამომავლოდან არამარტო გაგრძელდეს, არამედ გაძლიერდეს კიდეც და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები.
„მე როგორც პრეზიდენტი ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართელი ხალხის ინეტერესები იქნას დაცული. მე ყოველთვის ეს მამოძრავებდა და ეს იქნება ჩემი მამოძრავაბელი ინტერესი სამომავლოდაც. ამიტომ მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა ამას ყველა თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ ყველაფერს მიხვდე და გაანალიზო. მაგრამ ეხლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი მომავალზე. ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ბოლოს პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართელოს ექნება კარგი მომავალი და აღნიშნა, რომ როგორც მოქალაქეები და როგორ პოლიტიკოსები ისინი ასეთი მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილნი იქნებიან.