ბიძინა ივანიშვილი: ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ჩვენს ოპონენტებს ღირსეულად მოვექცევით

ბიძინა ივანიშვილი: ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ჩვენს ოპონენტებს ღირსეულად მოვექცევით

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა განცხადებები გააკეთეს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი კულტურული ერის პრინციპიდან გამომდინარე ქმედებაა და აღნიშნა, რომ  ქვეყანა ახალ ცხოვრებას იწყებს.

ივანიშვილის თქმით, ოპონენტებს მოექცევიან არა ისე, როგორც ისინი იქცეოდნენ არამედ, ისე როგორც ქვეყანა, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურა  იმსახურებს.

 „ის,  რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცენდენტი საქართველოში პირველად,  დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა,  საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება.  ის,  რომ ჩვენ მოვახერხეთ და  მთელი წლის განმავლობაში,  ჩვენი ოპონენტების მხრიდან,  ყველა უღირს ქცევას ღირსეულად ვპასუხობდით,  დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მისი გაგრძელებაც სწორედ,  ეს გახლდათ.

ჩვენ,  ჩვენს ოპონენტებს ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც,  მოვექცევით არა ისე,  როგორც იქცეოდნენ არამედ,  ისე როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა,  ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა.  ესა ჩვენი შეხვედრის მიზეზიც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საგარეო პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

„საუბარი გვქონდა,  საგარეო პოლიტიკაზე და ასე შემდგომ.  თანხვედრაში მოდის,  ის საგარეო პოლიტიკა,  რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გქვონდა,  რომ ჩვენი სტრატეგია აუცილებლად  ევროპა და ევროატლანტიკური სივრცეა. ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და საქართველო აუცილებლად მოახერხებს  უახლოეს დღებში   ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. დაახლოებით,  ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა. ჩვენი დღევანდელ შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ვაჩვენოთ,  რომ ჩვენ კულტურული ერი ვართ,  ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ჩვენ ოპონენტებს ღირსეულად მოვექცევით“, - განაცხადა ივანიშვილმა.