სალომე ზურაბიშვილი ოცნებების ნუსხას აქვეყნებს

სალომე ზურაბიშვილი ოცნებების ნუსხას აქვეყნებს

პარტია „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის ლიდერი“ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე, 10 ოცნებაზე წერს.

ზურაბიშვილი გამოქვეყნებულ  „ცხრა ოცნებაში“ სხვადასხვა მინისტრებს მიმართავს, მეათე ოცნება კი,  პრემიერისადმია მიმართული.

პირველი ოცნება

თავდაცვის მინისტრს მინდა გავახსენო (დარწმუნებული ვარ უჩემოდათ აღსოვს,  მაგრამ მაინც) ის ოცამდე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ოფიცერი და ჯარის კაცი სრულიად უდანაშაულოდ რომ ემსხვერპლენ ნაცების  მიერ დადგმულ მუხროვანის გადატრიალების პაროდიას ვერც ვერაფერი დაუსაბუთეს მაგრამ ციხეში ჩაალპეს.... იმათ პროცეს ვესზრებოდი და იმ დღიდან მათი ანთებული სახეები არ დამვიწყებია..... მთი განთავისუფლება დაუყონებლივ არის ჩემი პირველი ოცნება!

მეორე ოცნება

იუსტიციის მინისტრს,  რომელაც დიდ პატივს ვცემ, მინდა ჩვენი ყველას დიდი სურვილი და იმედი გავუზიარო: რომ რაც შეიძლება ჩქარა - და თუნდაც დამნაშავეების დასჯამდე- იმ უდანაშაულო უამრავი პატიმრის საქმე გადაიხედოს და რაც მთავარია,  რომ ეს პროცესი ყველასთვის ერთნაირად მისაწვდომი, გამჭვირვალე და სამართლიანი აღმოჩნდეს ... უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი მადლი! შენი მჯერა თეა!

მესამე ოცნება

კულტურის მინისტრს

სანამ დავიწყებდეთ ნგრევას და გადატან გადმოტანას იმ სიმახინჯეების რითაც „მორთული“ ჩვენი ქვეყანა,  გთხოვთ ჯერ მივხედოთ იმას რაც სასწრაფოდ გადასარჩენია ჩვენი კულუტურულ სგანძურიდან; ხელნაწერები (რაც გადაურჩა ბუბა კუდავას), ეროვნული მუზეუმი (რაც გადაურჩა ლორთქიფანიძეს), მცხეთა, მესტია და მესტიის მუზეუმის სიწმიდეები, ატენის სიონი,  გელათი და ჩვენი კავშირები იუნესკოსთან, ერეკლეს სასახლე და ალბად, კიდევ მავწყდება ბევრი.... კონცერტების და ტაშ ფანდურის დრო აღარ გვაქვს თუ გვინდა იმის გადარჩენა რისთვისაც ღირს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის დათვალიერება სხვებისათვის!

მეოთხე ოცნება

დიასპორის მინისტრს

დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ და კიდევაც დავწერე ადრეც. რომ გაიხსნას „უცხოეთში მყოფ ქართველთა სახლი“  თბილისში,  სადაც დაბრუნების მსურველებს მიეცემათ ყველანაირი ინფორაცია იურიდიული,  ფინანსური თუ როგორ დაბრუნდენ და თუ ამის ბიუჯეტური საშუალება იქნება ფინანსური დახმარებაც იმ პირობით თუ კი თავიანთ მკვიდრ სოფელში დასახლდებიან ... ეს პროცესი დაიწყოს და აღარ შეწყდეს იმიტომ რომ ვინმე გეტყვის 3თქვენ ჩვენის გუნდის ნაწილი არა ხართ!

და ვინც ჯერ არ დაბრუნდება შეიმნას ბაზა უცხოეთში არსებული ჩვენი ძალების სხვა და სხვა პროფესიების მიხედვით თუ ვინ, როდის და როგორ. ამოუდგება გვერდში ქვეყანას...

მეხუთე ოცნება

კონფლიკტების მინისტრს ! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს... ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი -სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს - საქათმეებიდან დავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება ... მერე კი,  შევქმნათ მოლაპრაკების პირობები და ამისათვის სიტყვა  „არასოდეს“ ან „წინაპირობა“  ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... ან კიდევ  „ჩქარა“  „დაბრუნება“  „ტერიტორიები“... და რადგანც დრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევქდგინოთ ერთად ისტორიის სახელმძღვანელო .. და კიდევ ერთი ჩემი ძველი ოცნება აბხაზეთის და სამეგრელოს საზღვარზე (ლაზიკის მაგივრად ???) თანამედროვე ჰიპოდრომი სადაც ორივე მხრიდან გაიმართება შეჯიბრები და ცხენთსაშენი.... და ენგური ისევე ერთობლივ მართველობაში რამენაირად დავიბრუნოთ ... ეს როგორც საწყისი

მეექვსე ოცნება

სოფლისმეურნეობის მინისტრს ... ერთი ასეთი ოცნება- პროეკტი გვქონდა 2006 წელს წარდგენილი(მარინა მუსხელიშვილთან ერთად) რომელსაც ერქვა  „ასი სოფელი დემოკრატიის გადასარჩენად“, სადაც თვით მართველობის გადასარჩენად სოფლის კერა უნდა აღდგენილიყო.... ასი სოფელი მაინც გავაცოცხლდეს 2013 წლის ბოლომდე.... და სამხარეო წყობა აღვადგინთ... ბაზრები ბაზრები ბაზრები ყველაგან! და პირველი რიგში თბილისში უბნის ბაზრები გლეხებმა საშველი რომ ნახონ!

მეშვიდე ოცნება (სტამბოლიდან)

ჯანდაცვის მინისტრს

თბილისში აღდგეს კავკასიური ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ონკოლოგიური (თავისი ქალაქ გარეთ ცენტრებით ლეუკემიით დაავადებულ ბავშვებისათვის რომლებსაც შეძლებისდაგვარად აქობამდე უცხოეთში ვუშვებთ) ბოლო თანამედროვე აღჭურვილობით... მაში ჩაიდოს არა ნაკლები თანხები რაც დახარჯულა ბოლო რვა წლის განმავლობაში შადრვენებში, უცხო არქიტეატორების ხიდებშიმ უგულავას ცოლის საზღვარაგერეთულ ოპერაციებში და სხვა და სხვა გიბსოკარტონის ქალაქებში...

და კიდევ აღდგეს ის რაც უნდა იყოს წამყვანი ქართული დარგი ... ფარმაცეტიკული და მცენარეული მკურნალობის საშუალებებით, თავის ბალნეო თერაპიულ ცენტრების აღდგენით (იმდენი გვაქვს ... ცხადია ჯერ მიშას მამა მოვაშოროთ ამ სექტორს) და ამ გზით საქართველოს დავუბრუნოთ მედეას მემკვიდრეობა.... ჯანდაბა იმათ ვინც იტყვიან რომ წარსულში ვბრუნდებით.

მერვე ოცნება

არ ვიცი რომელ მინისტრს (თუ თბილისის მერს როგორც კი, გაიქცევა უგულავა)

აღარასოდეს არ დავინახო თბილისში (და ცხადია სხვა ქალაქებში) აშენებული გადასასვლელი ხიდი,  ავტობუსში ასასვლელი,  ან კინო და საკონცერტო დარბაზში შესასვლელი სადაც მოფიქრებული არ იქნება ინვალიდებისთვის ხელმისაწვდომობა .... ინვალიდებს საშუალება მივცეთ გამოვიდნენ სახლებიდან, სახელმწიფოსამსახურებში იმუშავონ და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები! ეს იქნება ჩვენი სიამაყე და ჩვენი ცივილიზურობის უპირობო ნიშანი.... და ასევე ინვალიდ და გონება შეზღუდულ ბავშვებისათვის -ვისთვისაც დღეს არც სასწავლო და არც პენსიონატი აღარ არსებობს - დავაარსოთ თანამედროვე ტეხნოლოგიებზე დაფუძნებული ცენტრები... ანუ მოჩვენებითი და სანახაობითი არარ გვინდა და „კუტუნიოების“ მაგივრად ჩვენს ბავშვებს მივხედოთ!

მეცხრე ოცნება

საგარეო საქმეთა მინისტრს - დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა.

რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბად,  იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი... კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირშემთხვევაში გაზიარება,  და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება... მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთანებელს, დამაწყანერებლს და წამყვანს თანამედროვეობისკენ..... მალე გაგვემართოს (ეს სპორტის მინისტრსაც) ტრანსკავკასიური ოლიმპიური თამაშები რომელშიც ყველა კავკასიური ხალხის მონაწილეობით შედგება!

მეათე ოცნება

პრემიერ მინისტრს

და ყველაზე საყურადღებო: საქართველოს დავუბრუნოთ თვისი სახე შელახული და დამახინჯებული.... ქვეყანა ტოლერანტობის წარმოაჩინეს როგორც ქვეყანა სადაც ეკლესიების კარს ანგრევენ და უმცირესობებს ავიწროებენ,  ქვეყანა რუსთველის და სიყვარულის მსოფლიოს აჩვენეს როგორც ქვეყანა წამების და უსაზიზღრეს საქციელების, ქვეყანა განათლების და პოეზიის მსოფლიო კულტურიდან გააქრეს, ქვეყანა მასპინძლობის და მეზობლობის მეზობლებს გადაამტერეს და სტუმრების მსახურად გადააქციეს...

ამ ოცნებას ერთ დღეში რომ ვერ აღვისრულებთ ეს მეც ვიცი. მისი აღსრულება ალბად, სკოლებიდან უნდა დაიწყოს... განათლების სისტემიდან, რომელიც გვინდა თანამედროვე,  მაგრამ ჩვენი და ჩვენ ხასიათზე გათვლილი და არა ვიღაცისგან გადმოტანილი.... და სახლში შეძენილ ზრდილობიდან უნდა დაიწყოს...

 

და პრემიერს,  რადგანც მივმართავ კიდევ ერთი ოცნება მექნება: ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოება ეღირსოს, ანუ საზღვრები დადგენილი და დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის ნდობას,  რომ იმსახურებენ და არა მიკერძოებულნი პოლიცია და ჯარი ქვეყანას რო ემსახურება და არც მიშა მიშას არ იყვირებს და არც ბიძინას,  ქვეყანა „ნორმალური“.... და რაც ალბად,  ყველაზე დიდი საქმეა სიძულვილის აღმოფრვევა საზოგადოებიდან წინაღმდეგ შემხვევაში დავიღჩვებით და ვერ ამოვწევთ თავს... თუ რამე იარაღი დაიტოვეს და შეიძლება მისი ამოქმედება შესაძლონ ეს არის სიძულვილი და ყველაზე საშიში.

და მართლა ოცნებაში,  რომ ჩამეთვალოს,  შეიძლება თქვენ წასვლისას პრემიერის პოსტიდან ისევ ვიფიქროთ (ვიფიქროთ ვთქვი და არა მომხრე ვარო),  თუ საქართევლოს მონარქიული წყობა უფრო არ მოუხდებოდა თავისი დამაწყნარებელ და შეწმწყნარებელი თვისებებით... ვიფიქროთ სხვა არ მითქვამს და კანდიდატი არა მყავს ...  ეს ბოლო ოცნება კი ის არის,  რაც ოცნება უნდა იყოს ანუ შორეული და ვით მიუწვდომელი ... ყველა დანარჩენი ოცნება კი სასწრაფოდ მისახედია!