ლეგენდარულ მუსიკოსს ჯონ ლენონს დღეს 72 წელი შეუსრულდებოდა. ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯონ უინსტონ ონო ლენონი ლივერპულში 1940 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა.
მისი პირველი ჯგუფი, ქუორიმენი იყო ბითლზის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც ბითლზი 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. ასევე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობამდე სამი კვირის შემდეგ.
მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის, რომ მისი სიმღერები გამოიყენებოდა, როგორც ჰიმნები ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში.
2010 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის N1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
„ბითლზის“ ყოფილი წევრის თაყვანისმცემლები მისი იუბილეს აღსანიშნავად მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან.
ამ დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის არტგალერეა Open House ჯონ ლენონის ნახატების გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე სახელწოდებით - „Gimme Some Truth: The Artwork of John Lennon“, წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის 100-მდე ნახატი, რომელიც შესრულებული 1964-1980 წლების პერიოდში. მათი ძირითადი ნაწილი, თეთრ ქაღალდზე შავი ტუშითაა შესრულებული.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჯონ ლენონის სიმღერებზე: ჯონი თვლიდა, რომ მისი ყველაზე ცუდი სიმღერები იყო “Run for Your Life” და “It’s Only Love”.
სიმღერა “Imagine” აკრძალული იყო რელიგიურ ინგლისურ სკოლებში “And no religion too” (და არანაირი რელიგია) ამ სიტყვების გამო.
ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ ჯორჯ ჰარისონმა მას მიუძღვნა სიმღერა “All Those Years Ago”, პოლ მაკარტნიმ “Here, Today”, ხოლო ფრედი მერკურმა სიმღერა “Life is real (song for John Lennon)”.
2005 წელს აუქციონზე 600 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა სიმღერის “All You Need Is Love” ხელნაწერი.
გამოკითხვების თანახმად “Imagine” ითვლება ყველა დროის საუკეთესო სიმღერად. 2004 წელს ჟურნალმა “Rolling Stone”_მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 500 საუკეთესო სიმღერა, სადაც “Imagine”_მა დაიკავა მე_3_ე ადგილი.