მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უკვე დაიწყო.

 შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  გაფართოებული შემადგენლობით იმართება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ირაკლი ალასანია,  ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია,  პავლე კუბლაშვილი, გიგი უგულავა და დავით ბაქარძე ესწრებიან.

შეხვედრას მხოლოდ ფოტორეპორტიორები გადაიღებენ და განცხადებები შეხვედრის შესახებ მხოლოდ კამერებისთვის გაკეთდება.
ამასთან,  როგორც გუშინ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება განხილული.

მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იქნება.