ნინო პოდრჟებსკაია: შაშკინი დაბრუნდება,  თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, როდის

ნინო პოდრჟებსკაია: შაშკინი დაბრუნდება, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, როდის

თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა ქვეყანაში ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

გავრცელებული ინფორმაციით,  შაშკინი საქართველოში 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო.

როგორც from.ge -სთან საუბარში, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოდრჟებსკაიამ განაცხადა, ვიზიტი ამ დრომდე გრძელდება.

„მინისტრი საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.  ვიზიტი გრძელდება.  დაბრუნდება,  თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, როდის. შეხვედრები აქვს,  როგორც კი, ეს შეხვედრები  დასრულდება ქვეყანაში დაბრუნდება“, - განაცხადა პოდრჟებსკაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ, არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ დიმიტრი შაშკინმა ოჯახი წაიყვანა და საქართველო დატოვა, პოდრჟებსკაია აცხადებს, რომ ასეთ დეტალებში კომპეტენტური არაა.

„ოჯახს რაც შეეხება,  ეგ ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება“, - განაცხადა  პოდრჟებსკაიამ.

პოდრჟებსკაიას თქმით, ის სამინისტროში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.