რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი, კახა კალაძე იმედ გამოთქვამს, რომ მალე ობიექტური სასამართლო შედგება და გიორგი დემეტრაძეს გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ მან ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" განუცხადა.
კალაძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული და დანაშაული არ ჩაუდენია, საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებას დაუბრუნდება.
„ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ ბევრია და მათ შორის მოხვდა გიორგი დემეტრაძეც, რომელსაც აბსურდული ბრალდება წაუყენეს"-განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. დემეტრაძე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონდა.