სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ყალიბდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ რეორგანიზაციის თაობაზე დედაქალაქის მთავრობის დადგენილების ფარგლებში მიიღო, რომელსაც ხელს თბილისის მერი გიგი უგულავა აწერს და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლერივი ფორმა - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებით (შპს) იცვლება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებით, კომპანიის დამფუძნებელია (პარტნიორია) თბილისის მთავრობა, რომლის წილი კომპანიის კაპიტალში 100%-ს შეადგენს. კომპანიის სამეურნეო საქმიანობის რეგულირებაში დამფუძნებელს - თბილისის მთავრობას გააჩნია იგივე უფლებები, რაც “მეწარმეთა შესახებ” კანონით - პარტნიორთა კრებას.