40 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებიც ახალგაზრდობის ჯადოსნურ საიდუმლოს ფლობენ

40 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებიც ახალგაზრდობის ჯადოსნურ საიდუმლოს ფლობენ

FashionTime -მა შეადგინა ვარსკვლავების სია, რომლებიც ახალგაზრდობის ჯადოსნურ საიდუმლოს ფლობენ.

25 წლის ასაკის შემდეგ ახალგაზრდული სილამაზე ნელ-ნელა იკარგება და ქალბატონებს ათასგვარი ხერხებით უწევთ მისი შენარჩუნება. იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, არიან გამუდმებულ დიეტაზე, მიმართავენ ფიტნესკლუბებს, ზოგს არაფერი გამოსდის, ზოგი კი, ამ ყველაფრის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება. სწორედ მაშინ ჩნდება კითხვა, რაში მდგომარეობს მათი „სილამაზის საიდუმლო“, „ახალგაზრდობის ფორმულა“, როგორ ინარჩუნებენ ქალბატონები, მუდმივ მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას.

FashionTime-ის რეიტინგი, შედგენილია 10 ცნობილი ქალბატონისგან, რომელთაც შეუძლიათ დროს გაუძლონ.

მაშ ასე, ამ სიაში შედიან: 48 წლის მონიკა ბელუჩი, 43 წლის ჯენიფერ ენისტონი, 46 წლის სინდი კროუფორდი, 44 წლის ჯულია რობერტსი, 43 წლის ჯენიფერ ლოპესი, 46 წლის სელმა ჰაიეკი, 47 წლის კრისტინ დევისი, 57 წლის ორნელა მუტი, 54 წლის შერონ სტოუნი.