პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, დასახელებულ მინისტრთა კაბინეტზე და თითოეული უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებზე, სანამ საკუთარ ხედვებს არ წარმოგვიდგენენ, რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებენ ისინი ამა, თუ იმ ცვლილების განხორციელებას.
ნოდიას განცხადებით, მისთვის უცნაური იყო ის სტილი, როგორაც ივანიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი გამოაცხადა.
„ბატონმა ბიძინამ, როგორც ბრძანა, ამ კაბინეტის შემადგენლობის განხილვა მხოლოდ, 15 წუთი გრძელდებოდა. მანამდე, საერთოდ არავინ არაფერი იცოდა, თვითონ ამ კაბინეტის წევრებმაც. ასე რომ, კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილებზეა აგებული. მან თქვა, რომ მსჯელობა ძალიან ცოტა ხანს მიმდინარეობდა, არადა საკმაოდ ბევრი მინისტრობის კანდიდატისა და კომიტეტის ხელმძღვანელობის კანდიდატის გვარებმა გაიჟღერა. ცოტა ძნელი წარმოსადგენია ეს სერიოზული მსჯელობის საგანი ყოფილიყო“, - განაცხადა ნოდიამ.