გუშინ, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„საპატიო თბილისელის" წოდება სხვადასხვა სფეროში თავისი მოღვაწეობით გამორჩეულ ექვს ადამიანს მიენიჭა. ესენი არიან ცნობილ სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, საზოგადო მოღვაწე ბიძინა მურღულია, საოპერო ვარსკვლავ ცისანა ტატიშვილი, ექიმ-ონკოლოგი მიხეილ დავიდოვი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის" ინვესტორ შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი.
მათ თბილისის სიმბოლური გასაღები დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გადასცა.