დღეს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბერლინალეს წარმომადგენლები ეწვევიან. ისინი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოწვევით სტუმრობენ, ბერლინალეს ფორუმის ხელმძღვანელი კრისტოფ ტერჰეხტე და ბერლინალეს სელექციონერი - ნიკოლაი ნიკიტინი ოფიციალურ შექვედრებს დღეს და ხვალ გამართავენ. სტუმრები გაეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე კინოპროცესებს, ნახავენ ბოლო პერიოდის ქართულ ფილმებს და შეხვდებიან ქართველ კინემატოგრაფისტებს. განსაკუთრებულ ინტერესს მათში ქართული კინოსექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლები იწვევენ.
ბერლინალესთან ეროვნული კინოცენტრი უკვე წლებია თანამშრომლობს. 2013 წელს ფესტივალის მარკეტზე საქართველო უკვე მეშვიდედ წარდგება.