თეა წულუკიანი: ვიცი, რომ ადეიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა სად წავიდა ამას სამართალდამცავები გაარკვევენ

თეა წულუკიანი: ვიცი, რომ ადეიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა სად წავიდა ამას სამართალდამცავები გაარკვევენ

საქართვეოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა.

როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს განუცხადა, სად წავიდა არ იცის და აღნიშნა, რომ ამას სამართალდამცავები გაარკვევენ.

„მე ვიცი, რომ მან დატოვა საქართველო, მაგრამ მას საქართველო რომ არც დაეტოვებინა, ფაქტია, რომ მიატოვა თავისი უწყება, მან მიატოვა მიმდინარე საქმეები, მან მიატოვა სტრუქტურა, რომელიც უზარმაზარია და ბევრი ადამიანი მუშაობს. ბედის ანაბარად მიატოვა და წავიდა, სად წავიდა ამას გაარკვევენ სამართალდამცავები", - განაცხადა წულუკიანმა.