„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცოტნე გვასალიას განცხადებით, მას ორთაჭალაში კოალიცია „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი დაესხა თავს.
გვასალიას თქმით, კოალიციის აქტივისტებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოვიდნენ და მითხრეს - მორჩა თქვენი ბაირამობა, მორჩა თქვენი დრო და ახლა ჩვენი დრო მოვიდაო. ამაზე საკადრისი პასუხი გავეცი და გაიმართა ხელჩართული ჩხუბი“, - განაცხადა ცოტნე გვასალიამ.
გვასალია გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მის სანახავად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
ექიმების განცხადებით, გვასალიას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა, ასევე ნახეთქი ჭრილობა თავის არეში.
ექიმების განმარტებით, პაციენტმა დამატებით კვლევაზე უარი განაცხადა და საავადმყოფო სტაბილურ მდგომარეობაში დატოვა.