მაია მიმინოშვილი: გამოცდების ეროვნული ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას გააგრძელებს

მაია მიმინოშვილი: გამოცდების ეროვნული ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას გააგრძელებს

გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თავის ძველ მოვალეობას დაუბრუნდება. მიმინოშვილის განცხადებით, ამჯერად ცენტრი , რომელიც აქამდე მხოლოდ გამოცდებთან იყო იდენტიფიცირებული, სამეცნიერო- კვლევით მუშაობასაც გააგრძელებს, რომლსი შედეგების გასაჯარობაც ყოფილ ხელისუფლებას არ სურდა.

„გამოცდების ცენტრს დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი ექნება, რაც განათლების სისტემაზე დადებითად აისახება. სამომავლოდ, ცენტრი მხოლოდ პრემიერს დაექვემდებარება. სამწუხაროდ, აქამდე ეს ორგანიზაცია მხოლოდ გამოცდებთან იყო იდენტიფიცირებული, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა კი იგნორირებული იყო. კვლევის შედეგები არასახარბიელო იყო და განათლების მინისტრს მისი განსაჯაროება არ სურდა. ამიტომ ეს ანალიტიკური დოკუმენტაცია, რომელიც განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აღწერს, აქამდე თაროზე გვქონდა შემოდებული. ბოლოს კი მინისტრმა, გამოცდების ცენტრს მსგავს კვლევებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. იმ გუნდს კი, რომელთან ერთად მე ცენტრის დატოვებამდე ვმუშაობდი, სწორედ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეუძლია დიაგნოზის დასმა და მე მუშაობას კვლავ მათთან ერთად გავაგრძელებ.ასე, რომ, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გაგრძელდება", - განაცხადა მიმინოშვილმა.