მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადება

მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადება

მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატთა გვარები დაასახელა,  მიკავშირდებიან ჩემი კოლეგები და ინტერესდებიან,- აქვს თუ არა კავშირი პატიმრების წამების ფაქტების გამომზეურებასთან ბატონ კოტე სურგულაძეს და ბატონ სოზარ სუბარს.

დღის მანძილზე ტელეფონითა და სკაიპით 70-ზე მეტი ადამიანი დამიკავშირდა, ამიტომ იძულებული ვარ, გავაკეთო საჯარო განმარტება: ბატონ კოტე სურგულაძეს არავითარი კავშირი არ ჰქონია და არა აქვს ამ საქმესთან. მე მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრივარ. ბატონ სოზარ სუბარს დიდიხანია ვიცნობ. მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ  ბატონ სოზარსაც ხსენებულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც თავადაც დაადასტურებს.

ემიგრაციაში მყოფი ჩემი ახლო მეგობრებიდან ამ საქმეში (ადრე დასახელებული პირების გარდა) აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ ბეგიაშვილი, რომელიც ამ პერიოდში ჟენევაში ცხოვრობდა და მუშაობდა იქ განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ საქმესთან დაკავშირებით ხშირად ჩამოდიოდა ბრიუსელში. არაერთგზის შეხვედრია ბატონ ბედუკაძესაც და მის ადვოკატსაც.