პატარკაციშვილების ოჯახი კვირის ბოლოს განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამ ეტაპზე, ბადრი პატარკაციშვილის და მზია თოთლაძე არ აკონკრეტებს, თუ რის შესახებ აპირებენ განცხადების გაკეთებას.
შეკითხვის პასუხად, აპირებს თუ არა ბრძოლას პატარკაციშვილის ოჯახი ტელერადიო კომპანია „იმედის“ დასაბრუნებლად, ბადრი პატარკაციშვილის დამ, მზია თოთლაძემ განაცხადა, რომ ოჯახი კვირის ბოლოს განცხადებას გააკეთებს.
მისი თქმით, ამჟამად, განცხადების დეტალების შეთანხმება, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის მიმდინარეობს.