თორნიკე შარაშენიძე:   რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ფანჯიკიძის პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული

თორნიკე შარაშენიძე: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ფანჯიკიძის პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება საგარეო საქმეთა მინისტრის პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს განცხადება პოლიტოლოგმა საგარეო საქმეთა მინისტრად ბიძინა ივანიშვილის მიერ  ამ პოსტზე მაია ფანჯიკიძის წარგენის შემდეგ გააკეთა. განცხადებას Apsny.ge ავრცელებს.

„მინისტრის პიროვნებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია ორივე ქვეყნის პოლიტიკური ნება მოლაპარაკებების გამართვისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. მე პირადად მაქვს გამოცდილება რუსეთთან არაფორმალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება, რათა ამას რაიმე შედეგი მოჰყვეს. პოლიტიკური ნების გარეშე, მინისტრის პიროვნებას აზრი არ აქვს“,-აცხადებს შარაშენიძე.