Euronews: ივანიშვილი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მიზნის შეცვლას არ აპირებს

Euronews: ივანიშვილი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მიზნის შეცვლას არ აპირებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მიზანი არ შეიცვლება. ეს განცხადება ივანიშვილმა Euronews -სთან საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ მთავარი სტრატეგიული მიზნის-ევროატლკანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შეცვლას არ ვაპირებთ. გავაგრძელებთ სწრაფვას ევროკავშირთან და ჩრდილოანტალანტიკურ ალიანსთან“,-აცხადებს კოალციის ლიდერი.

ივანიშვილის აზრით, ქართული წარმოება ამერიკისა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად ჯერ მზად არ არის.

„ქართული წარმოება ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ ექსპორტირება გაწიოს ამერიკის ან ევროკავშირის ბაზრებზე. პირველ რიგში, მთავარი იქნებოდა რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რადგან ქართველი მწარმოებლისთვის ის უფრო ნაცნობია. ჩვენთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი წარმოება. რადგან ბიზნესისთვის ხომ მთავარია არა მარტო ბაზრის დაპყრობა, არამედ პროდუქციის წარმოებაც“,-აღნიშნავს ივანიშვილი.