სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" საჩივარი, რომლითაც კოალიცია ვაქირის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, სიღნაღისN#13 საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

„ქართული ოცნების“ ადვოკატის, ზვიად გოგალაძის განცხადებით, ვაქირის საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამ უბანზე არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ოქმი გააყალბეს.

ამიტომ მისი განმარტებით, ამ „კანონშეუსაბამო“ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„სასამართლომ არ გაითვალისწინა უამრავი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი. ეს იყო ნამდვილი ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი და რომლის რეალურობაც აღიარა კომისიის ყველა წევრმა. ყველა კანონიერი საფუძველი არსებობდა, რომ გადაწყვეტილება გამოეტანა ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება”, _განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.