ირაკლი ალასანია: სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში ჩვენი წარმომადგენლების შესვლა ინფორმირებულობისათვის ხდება

ირაკლი ალასანია: სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში ჩვენი წარმომადგენლების შესვლა ინფორმირებულობისათვის ხდება

მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მეორე სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, კოალიციის წარმომადგენლები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში დღეიდან შევლენ.

„ეს იქნება გაცნობითი ხასიათის მუშობა, რათა ინფორმირებულები ვიყოთ თუ რომელ უწყებაში რა ვითარებაა. ეს პროცესი დღეს დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფების მესამე შეხვედრა კი კვირის ბოლოს გაიმართება. სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში ჩვენი წარმომადგენლების შესვლა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ნიშნავს. ეს ინფორმირებულობისათვის ხდება“, - განაცხადა ალასანიამ.