„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო:  დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან დაშორებით „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო:  დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან დაშორებით „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს,- ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში  აღნიშნულია ისიც, რომ ერთადერთი, რასაც  „დიპ სტეიტის“ აგენტურა ვერ პატიობს საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

„არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“,- ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რა მიზეზით მოხდა დიდი ბრიტანეთის დაშორება ევროკავშირთან, ამით „დიპ სტეიტმა“ ჩამოაყალიბა მის მიერ მართული კიდევ ერთი განცალკევებული ცენტრი, რომელიც მთლიანად მისი გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიპ სტეიტი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიპ სტეიტი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

მარბიელი თავსაც არ იწუხებენ რეალობაში ჩახედვით და რაღაც შეკოწიწებული "ფაქტების" გამოდებით და მასთანაც შეუსაბამო "დასკვნებით აკეთებენ განცხადებას
მრცხვენია, რომ წლების წინ ევროპის პოლიტიკა სანიმუშოდ მიმაჩნდა!
ოღონდ ხელისუფლების საწინააღმდეგო იყოს და არანაირ კითხვებს არ სვამენ; რატომ იღებს დაფინანსებას ხოშტარია რუსეთიდან? აინტერესებს ვინმეს? არა! იმიტომ რომ ის პარალელურად მათ წინაშეც ცალ ფეხზე დგას
არა მგონიაკონგო-რუანდის, ჩრდ და სამხრეთ სუდანის, იემენის მხარეებს შორის იმაზე დიდი უსამართლობები იფუთებოდეს, რასაც ევროკავშირი კადრულობს დემოკრატიის საფარველქვეშ საქართველოს მიმართ
4 საათის უკან