მოქმედი ხელისუფლებისა და და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა უკვე დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მათ მთავრობის გადაცემის საკითხებზე ისაუბრეს.
უსუფაშვილის თქმით, დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებსა და მოქმედ მინისტრებს შორის კომუნიკაცია დღეს საღამოდან შედგება.
„დღეს საღამოდან დაიწყება სამუშაო პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სამინისტროსა და აღმასრულებელ უწყებაში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან. ისინი იქნებიან ყოველგვარი ფორმალური სტატუსის გარეშე და არ ჩაერევიან არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში. მხოლოდ მიმდინარე ვითარებას შეისწავლიან. ეს პირები ამ სამინისტროებსა და უწყებებში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დეტალებს შეეხო.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, უსუფაშვილის თქმით, ამ შეხვედრაზე აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
„ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, ასე რომ, გამორიცხული არაა ეს შეხვედრა მალე შედგეს“- განაცხადა უსუფაშვილმა.