„ღია დემოკრატიის კომიტეტი” : არჩევნები დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას

„ღია დემოკრატიის კომიტეტი” : არჩევნები დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას

საქართველოში გრძელვადიანი საარჩევნო ხუთი თვიანი დაკვირვების ჩატარების შემდეგ, "ღია დემოკრატიის კომიტეტს" მიაჩნია, რომ ხარვეზების მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას.  

ორგანიზაციის განცხადებით,  ოფიციალურ შედეგებში ხარვეზია - ძირითადად მაჟორიტარულ უბნებზე - ამომრჩეველთა სიაში პრობლემების, კარუსელებისა და დაშინების გამო. თუმცა, ამ ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების შედეგები დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას. "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დასკვნა ეფუძნება არჩევნების დღეს ინტენსიურ დაკვირვებასა და აპრილის შემდეგ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს.
„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა "ღია დემოკრატიის კომიტეტს" აკრედიტაციის მინიჭებაზე, რასაც გააჩნდა პოლიტიკური მოტივი, რომელიც გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ "ღია დემოკრატიის კომიტეტი" წარადგენდა რეალურ ანგარიშს საარჩევნო გარემოს შესახებ. გასაოცარია, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აკრედიტაცია მიანიჭა დამკვირვებლებს ბელორუსიდან, რომელიც აღიარებულია, როგორც "უკანასკნელი დიქტატურა ევროპაში". ამ გუნდში შედიოდა ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, რომელსაც აკრძალული აქვს შესვლა აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმის გამო, რომ იგი პირდაპირ იყო ჩარეული არჩევნების გაყალბებაში",- ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის  დამკვირვებლები არჩევნების დღეს თითქმის ყველა რეგიონში, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. 
"ჩვენ აღმოვაჩინეთ დარღვევები, განსაკუთრებით ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. დამკვირვებლებმა მოინახულეს 100-ზე მეტი კენჭისყრის უბანი და აღმოაჩინეს მკვდარი სულები უბნების 40%-ზე, სადაც 6% მკვდარ სულებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა. გარდა ამისა, უბნების 15%-ზე აღმოჩნდენ დამკვირვებლები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ არარსებულ მისამართებზე და ამ ადამიანთა 6%-ს მიცემული ჰქონდა ხმა. NDI-ს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე დარეგისტრიტებული იყო 6 ამომრჩევლი, მაშინ, როდესაც ეს შენობა არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. კენჭისყრის ჩანაწერები მიუთითებს, რომ ამ ფანტომი ამომრჩეველთაგან 3-ს ჰქონდა გადამწყვეტი ხმა არჩევნების დღეს",- განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომ ნოლანმა. 
კომიტეტმა ასევე აღმოაჩინა მტკიცებულებები კარუსელების შესახებ თითქმის ყველა რეგიონში. ამომრჩეველთა უმრავლესობამ განაცხადა დაშინების თაობაზე, რითიც მათ აიძულებდნენ ხმა მიეცათ მმართველი პარტიისათვის სამსახურის დაკარგვის შიშით. 
„საქართველოს ციხეებში არსებული 38.000 პატიმრის და 300.000-ზე მეტი პრობაციონერის ნათესავები აცხადებდნენ მათ ოჯახებზე ზეწოლის თაობაზე, რათა მათ ხმა მიეცათ მმართველი პარტიისათვის მათი პატიმარი ნათესავებისათვის სასჯელის შემსუქების სანაცვლოდ. გარდა ამისა, "ღია დემოკრატიის კომიტეტი" შეშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოცხადების გაჭიანურების გამო. 4 ეგზით-პოლის მიუხედავად, რომლებიც ცხადჰყოფს კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებას საშუალოდ 20%-ზე მეტით, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლის გაჭიანურებული პროცესი და შედეგები არ შეესაბამება ეგზით-პოლების შედეგებს, რაც წარმოშობს კითხვას ამ ორგანოს კომპეტენციასა და სანდოობაში. მეტიც, არსებობს შეუსაბამობები მაჟორიტარ დეპუტატთა შედეგებსა და პორპორციულ ხმებს შორის, სადაც კონკრეტული პარტიის კანდიდატის ამომრჩეველთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა ისტორიულ და სტატისტიკურ მონაცემებს. ეს წარმოადგენს დამატებით დარღვევებს მაჟორიტარულ ოლქებში",- ნათქვამია განცხადებაში.
"ღია დემოკრატიის კომიტეტს" მიაჩნია, რომ წინა-საარჩევნო გარემოზე გავლენა იქონია ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებამ. გარდა ამისა, პრობლემატურმა საარჩევნო სიებმა და არჩევნების დღეს აღმოჩენილმა დარჩვევებმა ხარვეზები შეიტანა პროცესში. 
"ღია დემოკრატიის კომიტეტი" მოუწოდებს ცესკო-ს, სათანადოდ და ეფექტურად, ასევე დროულად გააკეთონ ანგარიში არჩევნების შესახებ. "ღია დემოკრატიის კომიტეტი" ასევე მოუწოდებს საარჩევნო პროცესის მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ემოციების გარეშე და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი აზრი და პრობლემები კონსტრუქციული დიალოგის გზით მოაგვარო