კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ახალი მინისტრები წესიერებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში დღეს გაამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ახალი წარმომადგენლები ძალიან ღირსეული და საინტერესო პიროვნებები არიან.
„მთავრობის შემადგენლობა არის ძალიან საინტერესო, ალბათ გარკვეულწილად მოულოდნელიც საზოგადოებისთვის. შერჩეულია ყველა ღირსეული კანდიდატი. შერჩევის კრიტერიუმი არის წესიერება და კვალიფიციურობა, ყველა ადამიანის რესურსი, რომელიც აუცილებელია იმ სფეროს მოერგოს. ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც დასახელდა, იქნება ძალიან ღირსეული და საინტერესო მინისტრი." - განაცხადა ბესელიამ
რაც შეეხება მის კანდიდატურას ახალ მთავრობაში, ბესელიას თქმით, ის რა კანდიდატურაზეც წარადგინეს, არავისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს მისთვის ორგანული სფეროა.
შეგახსენებთ, ეკა ბესელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა.