ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ალასანიასთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფრო საინტერესო თავდაცვის მინისტრობა იქნება

ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ალასანიასთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფრო საინტერესო თავდაცვის მინისტრობა იქნება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიასთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფრო საინტერესო თავდაცვის მინისტრობა იქნება.

აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ ალასანიას პრეზიდენტად მოსაზრების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„პრეზიდენტის კანდიდატურაზე საუბარი  ჯერ ნაადრევია. ჩემი აზრით, ეს უფრო საინტერესო თანამდებობაა ალასანიასთვის. ვფიქრობ, იქ გაცილებით საინტერესო და უკეთესი ფუნქცია ექნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.